აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა

საბიბლიოთეკო სიახლეები


ახალი გამოცემები

საქართველოს "საძიებლად" თურქეთში

ავტორი: ნოდარ შოშიტაიშვილი
გამოშვების წელი: 2017
გამომცმემლობა: საჩინო

რეპორტაჟები, რომელთაც ავტორი ახალ წიგნად "აკინძულს" გვთავაზობს, სამი წლის განმავლობაში იქმნებოდა და იბეჭდებოდა ჟურნალ "ისტორიანში". ამ რეპორტაჟებში თურქეთის რესპუბლიკაში, თურქულ ქართველებთან გატარებულ სამ ზაფხულზე მოგვითხრობს ავტორი.

ხითხუროობის ტრადიციული ხერხები და სამუზეუმო რესტავრაცია-კონსერვაციის პრაქტიკა


გამოშვების წელი: 2015
გამომცმემლობა: საქართველოს ეროვნული მუზეუმი

წინამდებარე წიგნი, რომელიც მომზადდა საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატის შორის ერტობლივი პროექტის ფარგლებში, წარმოადგენს 2012 წელს ამავე სახელწოდებიტ გამოცემული სახელმძღვანელოს მეორე, განახლებულ რედაქციას.

იდექი ისე, როგორც ბერმუხა

ავტორი: რეზო ჩხეიძე
გამოშვების წელი: 2013
გამომცმემლობა: მერანი

როკვით განფენილი ქართული გენია


გამოშვების წელი: 2016

წიგნი ეძღვნება "ილიკო სუხიშვილსა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართულ ნაციონალურ ბალეტს".

კავკასია და ძველი აღმოსავლეთი

ავტორი: ტიტე (ტიტუს) მარგველაშვილი
გამოშვების წელი: 2017
გამომცმემლობა: კავკასიური სახლი

წინამდებარე წიგნში წარმოდგენილია საზღვარგარეთ, კერძოდ, გერმანიაში მოღვაწე ქართველი მეცნიერის, ერუდიტისა და ინტელექტუალის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, ტიტე მარგველაშვილის ისტორიულ ეთნოგრაფიული შრომები, რომელიც გასული საუკუნის ოცდაათიანი წლების მეორე ნახევარში იწერებოდა და იბეჭდებოდა გერმანულ სამეცნიერო პერიოდიკაში.

ფინანსური ინჟინერია

ავტორი: გიორგი ცაავა
გამოშვების წელი: 2013
გამომცმემლობა: უნივერსალი

ნაშრომში თანმიმდევრულად არის ჩამოყალიბებული ახალი ფინანსური დისციპლინა-ფინანსური ინჟინერია. ტრადიციულ საკითხებთან ერთად, რომლებიც ნებისმიერი ფინანსური თეორიის შესწავლის საგანს შეადგენენ, მასში ფინანსური პროდუქტების ბაზარზე უახლესი სიახლეები და ფინანსური ბაზრების განვითარების მოსალოდნელი ტენდეციებია განხილული.

ელექტრონული სერვისები

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა გთავაზობთ სხვდასხვა ელ.სერვისებს

დაწვირლებით